ღია სივრცეში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა ნებადართული ხდება

© photo: Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ეტაპობრივად იხსნება.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში 13 ივლისიდან კულტურული ღონისძიებების გამართვა ღია სივრცეში შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

პრემიერის სიტყვებით, ამ აკრძალვის მოხსნა ახლა, ზაფხულის პერიოდში მეტად აქტუალურია.

„ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ნებადართული იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის დროსაც მრავალი შეზღუდვა დაწესდა. საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა, თუმცა შეზღუდვების ნაწილი კვლავ მოქმედებს. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის კორონავირუსის 968 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 844 ადამიანი, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4851, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0