COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 963 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 968 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 844, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4425, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 222 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

ყველა ახალი ამბავი
0