სავარჯიშოდ ჰერი, ჰერი! დამტკიცდა სპორტდარბაზების მუშაობის წესები

CC0 / Pixabay / ბოდიბილდინგი
ბოდიბილდინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა იმ წესების გრძელი ჩამონათვალი შეიმუშავეს, რომლებიც სპორტულმა დარბაზებმა მუშაობის განახლებისთვის უნდა დაიცვან.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა და გამოაქვეყნა რეკომენდაციების სია სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს–კლუბებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესის განახლება სურთ.

ნანატრი საცურაო აუზები და ფიტნეს–ცენტრები: ვინ შეძლებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას>>

გამაჯანსაღებელი ცენტრების მფლობელებს შემდეგი წესების დაცვა მოუწევთ:

  • სამუშაოს/ვარჯიშის დაწყების წინ უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოხდეს აღრიცხვა და „112“-ის ცხელ ხაზთან დაუყოვნებლივ დაკავშირება;
  • შენობის შესასვლელში უნდა იყოს დეზბარიერები;
  • პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა იყოს განთავსებული სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
  • თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;
  • შენობის საერთო მოხმარების სივრცეებში დაცული უნდა იყოს დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
  • კლუბების ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ნარჩენებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლით); რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით;
  • აუცილებელია საერთო გამოყენების სველი წერტილების დასუფთავება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 1-საათიანი ინტერვალებით;
  • სასურველია, რომ უპირატესობა მიენიჭოს უნაღდო ანგარიშსწორებას;
  • პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამცავი საშუალებებით: გამჭვირვალე დამცავი ბარიერები მისაღებში და ხელთათმანები ნაღდი ფულის გამოყენების შემთხვევებში.
  • დახურული სივრცეები პერიოდულად უნდა განიავდეს. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, გამოყენებული უნდა იყოს ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი;
  • საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 საათში ერთხელ 15-წუთიანი ბუნებრივი განიავება;
  • ყოველი დღის ბოლოს საერთო სავარჯიშო და დამხმარე სივრცეები სველი წესითა და სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დალაგდეს;
  • დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი ტიხრებით/ბარიერებით;
  • უშუალოდ ყველა სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით ან ხელების დამუშავება არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით;
  • უნდა აღირიცხოს სავარჯიშო სივრცეში შესული ყველა მომხმარებელი; სავარჯიშო დარბაზებში უსაფრთხო მანძილი სტიკერების საშუალებით უნდა მოინიშნოს;
  • ერთ ჯერზე დარბაზში არ უნდა იმყოფებოდეს ათზე მეტი ადამიანი;
  • სავარჯიშო მოწყობილობებისა და ატრიბუტების სველი წესით გაწმენდა საათში ერთხელ, ხოლო კაპიტალური დეზინფექცია დღის მოლოს უნდა მოხდეს;
  • პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, პირბადეებითა და ხალათებით.
ყველა ახალი ამბავი
0