შაქარაშვილის საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს – საქმეში თეთრპერანგიანი მამაკაცი გამოჩნდა

© photo: Giorgi Shakarashvili / FBგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი სავარაუდო ფიგურანტი – თეთრპერანგიანი მამაკაცი გამოჩნდა.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „პირველი“ შეეცადა ინფორმაციის შეკრებას საქმის ახალი ფიგურანტის – თეთრპერანგიანი მამაკაცის შესახებ, რომელიც მას შემდეგ გამოჩნდა დიდუბის ტერიტორიაზე, რაც გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გური ამირხანაშვილი, ე.წ. „ოქროს მოწმე“, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილიდან დიდუბის ტერიტორიაზე ჩამოსვეს.

ინფორმაცია თეთრპერანგიანი მამაკაცის შესახებ 7 ივლისს გაავრცელა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.

საქმეში აღმოჩნდა „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურის კადრები, რომელიც ადასტურებს, რომ თეთრპერანგიან მამაკაცს საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმესთან გური ამირხანაშვილთან შეხვედრა ჰქონდა „ტოიოტადან“ მისი გადმოსვლიდან მალევე. მათ დაახლოებით ოთხი წუთის მანძილზე ისაუბრეს. კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ თეთრპერანგიანი მამაკაცი მიკროავტობუსის ტიპის თეთრი ფერის ფურგონიდან გადმოდის და ამირხანაშვილთან მიდის. არ ჩანს მანქანის ნომერი და თეთრპერანგიანის ამოცნობაც შეუძლებელია. „მთავარი არხის“ ვერსიით, თეთრპერანგიანი მამაკაცი ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწროა“.

„დედამთილი ლოგინად იყო ჩავარდნილი...“ - „კაწროს“ მეუღლე განცხადებას ავრცელებს >>>

ამ კადრებს ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაამატა კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც თეთრპერანგიანი მამაკაცის სახე უკვე კარგად ჩანს და მისი ამოცნობა შესაძლებელია.

„TV პირველის“ ჟურნალისტები, თავის მხრივ, შეხვედრის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლებს ესაუბრნენ, რომლის კამერებსაც, წესით, გური ამირხანაშვილისა და თეთრპერანგიანის შეხვედრა უნდა დაეფიქსირებინა. აქ მხოლოდ იმის გარკვევა მოხერხდა, რომ, სავარაუდოდ, მაღაზიის კამერები სამართალდამცველების მიერ ამოღებული არ არის. მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ არ იციან მივიდნენ თუ არა დაწესებულებაში სამართალდამცველები.

ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა კამერების თითქმის ყველა ჩანაწერები ამოიღეს.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
უმძიმესი კადრები – ვრცელდება გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ფოტოები

„მთავარი არხის“ ეთერში საყურადღებო განცხადება გააკეთა ამ საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მცხეთაში, შემთხვევის ადგილზე მესამე მანქანაც ყოფილიყო.

მეორე მხრივ, როგორც გიორგი ყიფშიძე აცხადებს, ცხედრის ფოტოების დათვალიერების შემდეგ მას და მის კოლეგებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იმ ოთხი დღის განმავლობაში, როდესაც მას ეძებდნენ, წყალში იყო. მისი თქმით, ცხედარს ასეთი ხრწნის კვალი არ ეტყობოდა.

„ჩვენ მესამე მანქანა პირობითად ვთქვით, შეიძლება იქ იყო მეოთხეც და მეხუთეც. არ არის გამორიცხული, რომ ეს ბავშვი წაიღეს და შემდეგ მოიტანეს. ეს ყველაფერი თავისი ჭკუით დაალაგეს და ისე ჩააგდეს წყალში – ეს იყო ჩვენი ვარაუდი“, – ამბობს „მთავარი არხის“ ეთერში გიორგი ყიფშიძე.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: სასამართლომ 17-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მისი თქმით, შესაძლოა საქმეში დაზარალებულებად ცნობილები მალე ბრალდებულებიც გახდნენ.

22 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ვიდეომასალას აქვეყნებს: რა მოხდა 19 ივნისის ღამეს

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0