„დედამთილი ლოგინად იყო ჩავარდნილი...“ – „კაწროს“ მეუღლე განცხადებას ავრცელებს

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერა ივანიშვილის მეგობრის ავთო ბილანიშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და გიორგი შაქარაშვილის საქმესთან მისი მეუღლის კავშირს უარყოფს.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან ავთო ბილანიშვილის („კაწროს“) დაკავშირების გამო მისი მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, მისი მეუღლის წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია „მთავარი არხის“ მიერ მიზანმიმართული შავი კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ისინი ცდილობენ, რომ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას დაუკავშირონ მხოლოდ იმიტომ, რომ ის მუსიკოს ბერა ივანიშვილის მეგობარია და ცხოვრობს „ნახალოვკაში“.

გიორგი შაქარაშვილი
 - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: შსს-მ გამოძიების შესახებ ანგარიში წარმოადგინა

ის წერს, რომ ეს განსაკუთრებით მოქმედებს მის მცირეწლოვან შვილსა და დედამთილზე, რომელსაც ქრონიკული დაავადებები სჭირს და ამის გამო რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი. 

„არავინ ფიქრობს ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს“, – წერს ავთო ბილანიშვილის მეუღლე.

22 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.  

მცხეთის ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის დაღუპვის საქმე: პოლიციამ ტრაგიკული წვეულების მასპინძელი გოგონა გამოკითხა

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0