ცნობილი დიზაინერები ანუკი არეშიძე და მაკა კვიციანი რამდენიმე წელია ახლო მეგობრები არიან. ისინი ხშირად ერთად დადიან დასასვენებლად, გასართობად და თავისუფალ დროს ერთად ატარებენ. მაკა ანუკის მეჯვარეცაა. გასულ ზაფხულს, როდესაც ანუკი არეშიძემ და კახა კალაძემ ჯვარი დაიწერეს, ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი წევრი სწორედ მაკა იყო.
ამჟამად მეგობრები რაჭაში ოჯახებთან ერთად ისვენებენ და, როგორც ჩანს, ძალიან ერთობიან, რაც მათ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ჩანს.
ანუკი არეშიძე 13 წელია თბილისის მერზე და ყოფილ ფეხბურთელზე კახა კალაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ოთხი ვაჟი - ლევანი, კახა, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ. რაც შეეხება მაკას, დიზაინერი „მასტერ შეფში“ გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მის მიმართ ინტერესი მხოლოდ თბილისის გარკვეული წრის წარმომადგენლებს არ აქვთ, მაკა მთელმა საქართველომ გაიცნო. მაკა „ინსტაგრამზე“ დიდი აქტიურობით გამოირჩევა.
ახალგაზრდა დიზაინერის ქმარი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია. 2009 წლიდან შოთა ბერეკაშვილი BK Capital-ის პრეზიდენტი, 2017 წლიდან კი ასევე „m² უძრავი ქონების“ მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.