COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

© AP Photo / Brian Inganga COVID-19-ზე აღებული ანალიზები
 COVID-19-ზე აღებული ანალიზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დღითი დღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც საშიში ინფექცია COVID-19 დაამარცხეს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 943 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 821 (87%), ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
COVID-19-ის ახალი შემთხვევები საქართველოში: ვინ სად დაინფიცირდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით 107 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თითქმის რვაჯერ აღემატება დაავადებულთა რაოდენობას.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0