კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Aram Nersesyanტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 821 ადამიანი, გარდაიცვალა – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080, ხოლო სტაციონარებში 242 პაციენტია.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 943-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 821 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0