„ქალი გეგმებს ადგენს“ – ვინ აუსრულებს სურვილს ილონ მასკის დედას საქართველოში

© photo: AFP 2020 / Bryan Bedder მეი მასკი
 მეი მასკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
71 წლის მეი მასკი საკუთარი წიგნის ქართულ ენაზე გამოცემას გეგმავს, ამიტომაც ჩვენს ქვეყანაში გამომცემლობას ეძებს.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. კომპანია Tesla Motor-ისა და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის დედა მეი მასკი საკუთარი წიგნის საქართველოში გამოცემას გეგმავს და ამისთვის გამომცემლობას ეძებს, რის შესახებაც Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

​„თუ თქვენ საქართველოში იპოვით გამომცემლობას, რომელიც ჩემს წიგნს გადათარგმნის, გამომცემელს შეუძლია ელექტრონული წერილი გამომიგზავნოს მისამართზე: rights@cookeinternational.com"<mailto:rights@cookeinternational.com“, – წერს მეი მასკი.

საქართველოს მოქალაქეები უკვე გამოეხმაურნენ მილიარდერის დედის განცხადებას. მათი ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება, ნაწილი კი დახმარებას სთავაზობს. 

ილონ მასკი - Sputnik საქართველო
ილონ მასკმა პირველად წარმოთქვა მეექვსე ვაჟის უცნაური სახელი: ვრცელდება ვიდეო

წიგნს ჰქვია „ქალი გეგმებს ადგენს“. მეი მასკი საკუთარ წიგნში იძლევა ცხოვრებისეულ რჩევებს სილამაზის, წარმატების, ჯანმრთელობისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. წიგნი აშშ-ში 2019 წელს გამოიცა. ეს არის ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელშიც მეი მასკი მკითხველს მოუთხრობს, თუ როგორი იყო გზა წარმატებისკენ და თავად როგორ შეძლო ქმართან განქორწინების შემდეგ სამი შვილის აღზრდა.

მეი მასკი 71 წლისაა. იგი წარმატებული დიეტოლოგი და მოდელია, რომელიც სწორი კვების შესახებ ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კითხულობს. „ქალი გეგმებს ადგენს“ მასკის რიგით მესამე წიგნია.

„თქვენ არ შეგიძლიათ ყველაფრის კონტროლი, რაც ცხოვრებაში ხდება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ისე, როგორც გსურთ, ნებისმიერ ასაკში. ყველაფერი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ – ეს გეგმის შედგენაა“, – წერს მეი მასკი.

მანამდე მეი მასკმა გამოუშვა წიგნები Feel Fantastic (1996 წელს) და Executive Stamina: 21 Days to Change a Habit (1999 წელს).

ყველა ახალი ამბავი
0