პლუს 23: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

© AP Photo / Brian Ingangaტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 939 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 817 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 939 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 817 (87%), ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით 107 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თითქმის რვაჯერ აღემატება ინფიცირებულთა რაოდენობას.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0