Wizz Air: ქართულ ავიაბაზარს არ ვტოვებთ, უფრო მეტიც...

გამოწერა
ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანია ქართული ავიაბაზრის დატოვებას არ აპირებს, უფრო მეტიც, მზადაა ათი ახალი მიმართულება დაამატოს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის რეისების შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვამს, როგორც კი რეგულარული კომერციული რეისები განახლდება, ნათქვამია თავად ავიაკომპანიის განცხადებაში.

„Wizz Air-ი აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას“, – ციტირებს ავიაკომპანიის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. 

Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
Wizz Air ქართულ ბაზარს ტოვებს? ეკონომიკის მინისტრის პასუხი

„Wizz Air-ი მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას", – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

უფრო ადრე ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ Wizz Air ხურავს თავის ბაზას ქუთაისში და ათავისუფლებს თანამშრომლებს. ტელეარხის ინფორმაციით, ეს ფაქტი თითქოსდა უკავშირდება იმას, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიტანა.

დღესვე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კომპანია ქართული ავიაბაზრის დატოვებას არ აპირებს, უფრო მეტიც, ის მზადაა ათი ახალი მიმართულება დაამატოს.

ყველა ახალი ამბავი
0