მუშევანში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ვადამდე მოიხსნა

© Sputnik / Alex Shlamovბლოკპოსტი
ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლნისის რაიონის ეს სოფელი ერთადერთი დასახლებული პუნქტი იყო ქვეყანაში, სადაც მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებდა. ამიერიდან ასეთი წერტილები საქართველოში აღარ არის.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ქვემო ქართლის რეგიონში მკაცრი კარანტინის 67 დღის შემდეგ, 1 ივლისიდან გაიხსნა ბოლო დახურული ზონა – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი.

გამყრელიძემ ყველაზე „ცხელი" ეპიდემიური წერტილი დაასახელა>>

როგორც რეგიონის ადმინისტრაცია Facebook-გვერდზე აცხადებს, მუშევანში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 6 ივლისს უნდა გაუქმებულიყო, თუმცა ბლოკ-პოსტები სოფლის შესასვლელებში დღეს უკვე მოიხსნა.

გადაწყვეტილება სოფლის დაგეგმილზე ადრე გახსნის შესახებ ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინკუბაციური პერიოდის დასრულების საფუძველზე მიიღო.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
მუტაციაგანცდილი ვირუსი გაცილებით საშიშია: რა საფრთხე გველოდება

დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

კორონავირუსის ინფიცირების აფეთქების საფრთხის გამო მკაცრი კარანტინის რეჟიმი მთელ ბოლნისის რაიონში 23 მარტს დაწესდა. შეზღუდვები 23 მაისს მოიხსნა, თუმცა, სოფელ მუშევანში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი რეჟიმი აქ დღემდე მოქმედებდა.

მუშევანში ინფიცირების პირველი შემთხვევა 23 აპრილს დაფიქსირდა, ხოლო ბოლო – 30 მაისს. სოფელში სულ ინფიცირების 81 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულები გამოჯანმრთელდნენ.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/1 ივლისი>>

ქვემო ქართლის რეგიონი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და საქართველოს „წითელ ზონად" იყო მიჩნეული ეპიდემიური თვალსაზრისით. აქ სულ ინფიცირების 290 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან გამოჯანმრთელდა 282 პაციენტი, ოთხი განაგრძობს მკურნალობას, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი – ყველა ასაკოვანი, ქრონიკული დაავადებების მქონე.

ყველა ახალი ამბავი
0