Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერთადერთი ეგ არ გაქვს ლამაზი, მსუქანი და უშნოა!“ – შორენა ბეგაშვილი გააკრიტიკეს

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილი აქტუალობას არ კარგავს. ნახეთ, ტელეწამყვანის და მოდელის სხეულის რა ნაწილი გააკრიტიკეს სოციალურ ქსელში.

შორენა ბეგაშვილი ხშირად აქვეყნებს „ინსტაგრამზე“ სილამაზის სხვადასხვა პროცედურის დროს გადაღებულ ფოტოებს. ამჯერად შორენა ბეგაშვილმა საკუთარი ტერფის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მოულოდნელად ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საკმაოდ უცნაური კომენტარი დაუწერა, რომელიც შორენას ამ დრომდე არ წაუშლია.

„ფეხის თითებს ნუ აჩენ გთხოოვ. ერთადერთი ეგ არ გაქვს ლამაზი, მსუქანი და უშნოა! მაპატიეე...“ – წერს შორენას გულშემატკივარი. ფოტოზე შორენა ყავით ხელში ვარდების თაიგულის ფონზეა, რომელიც, სავარაუდოდ, მისმა ახალმა შეყვარებულმა გამოუგზავნა.

სააგენტო „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მოდელი ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზეა შეყვარებული და სწორედ მის გამო დაანგრია ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან ფარულად შექმნილი ოჯახი. სააგენტოს ინფორმაციით, ბარათელი მოდელს ძვირადღირებული საჩუქრებით ნანაძესთან ქორწინების დროსაც ხშირად ანებივრებდა.

მოდელსა და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს. ის რომ მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობა გამოაქვეყნა.

ყველა ახალი ამბავი
0