ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველად: ბათუმში ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა, ბოლო შემთხვევა კი 30 აპრილს დაფიქსირდა.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული ტრაილერის მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანი ბათუმში, კლინიკა „მედალფაში" მკურნალობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2". 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
რატომ „ერჩის" კორონავირუსი მძღოლებს: რამდენი სატვირთოს მძღოლია ინფიცირებული

ორთვიანი პაუზის შემდეგ ვირუსის პირველი შემთხვევები აჭარაში გუშინ გამოვლინდა. მამაკაცებს მომატებული ტემპერატურა „სარფის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდათ, რის შემდეგაც ისინი ჯერ ცხელების ცენტრში, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს.

„გვაქვს ორი ახალი შემთხვევა. მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩაუტარდათ კომპიუტერული ტომოგრაფია, პნევმონია არ დასტურდება“, – განაცხადა კლინიკა „მედალფას" დირექტორმა ინგა ხოზრევანიძემ.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა, ბოლო შემთხვევა კი 30 აპრილს დაფიქსირდა. რეგიონში კორონავირუსზე PCR–ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს. კორონავირუსი დაამარცხა 70-მა პაციენტმა.

ამ დროისათვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 926-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 791 ადამიანი, პანდემიის გამოვლენიდან დღემდე ქვეყანაში 15 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0