Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ნინი ბადურაშვილი შვილთან ერთად აუზზე – უსაყვარლესი ვიდეო

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ბადურაშვილი და მისი ერთადერთი ქალიშვილი ისევ გაერთიანდნენ. მომღერალ დედას პანდემიის პირობებშიც გადატვირთული გრაფიკი აქვს. როგორ ისვენებენ ელენე და ნინი?

ვარსკვლავური ოჯახი ქალაქგარეთ გაეშურა. ნინი ბადურაშვილი პანდემიის დროსაც არ ისვენებს. თოქ-შოუ „პრაიმშოუ“ ახლა განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. მათი მიზანი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციაა.

View this post on Instagram

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

გადაღებების შუალედში ნინი არტისტ დედას და ქალიშვილს ერთ-ერთ სასტუმროში ეწვია. ბებია და შვილიშვილი ერთად ისვენებენ. უსაყვარლესი ვიდეო, სადაც ნინის და ელენეს მეგობრული დამოკიდებულება კარგად ჩანს, სწორედ ეკა კახიანმა გამოაქვეყნა. საცურაო აუზზე მზის სხივებით განებივრებულმა ნინიმ და ელენემ გაგრილება აუზში სცადეს.

View this post on Instagram

💚

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

ქართველ სელებრითებს შორის ნინი ბადურაშვილის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. საზოგადოება ბადურაშვილებისა და კახიანების ოჯახის თითოეულ წევრს კარგად იცნობს. ნინის შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია, და ამის მიზეზი მისი პოპულარული მშობლები და ბებია-ბაბუები არ არიან. ყველამ კარგად იცის ნინის შესაძლებლობებისა და ტალანტის შესახებ, რომელსაც მომღერალი ყოველი ახალი სიმღერით ამტკიცებს. ცოტამ თუ იცის, რომ შესანიშნავი მუსიკოსი პროფესიით მსახიობია. სწორედ ამიტომ მისთვის არც ისე რთულია რეიტინგული შოუ „პრაიმ შოუს“ წამყვანობა. ეკრანული და ბევრისათვის მისაბაძი მომღერალი შეუდარებლად არა მხოლოდ ეკრანებზე, არამედ ყოველდღიურობაშიც გამოიყურება.

ნინის სკანდალები არ უყვარს, მიუხედავად ამისა მის გარშემო კეთილი და ბოროტი ჭორები ვრცელდება. მომღერალი აღნიშნავს, რომ ჭორებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხმამაღალი განცხადებებისა და ჭორების ჩასაწყნარებლად რამდენიმე განცხადება გაავრცელა. მის გარშემო გავრცელებული ხმები ხშირ შემთხვევაში ახალ პარტნიორს ან გათხოვებას ეხება. როგორც ჩანს, მომღერალი ამ თემის განხილვით ღიზიანდება და კომენტარისგან თავს ვერ იკავებს. აღსანიშნავია, რომ ნინი ბადურაშვილი, თაყვანისმცემლებისა და ოჯახის წევრების დიდი მოლოდინის შემდეგ, 2012 წელს დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახდა. ამ ქორწინებიდან ნინის ქალიშვილი ელენე ჰყავს. ნინიმ ცხოვრების რთული ეტაპი კარიერისა და მუსიკის მეშვეობით გადალახა. მისი წარმატება დიდი შრომის ფასად შედგა.

View this post on Instagram

🤍

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

ნინის ერთადერთი შვილი ელენე უკვე 6 წლისაა. ბადურაშვილების ოჯახმა გოგონა სკოლაში მიიყვანა. საკმარისია პოპულარულმა მომღერალმა შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნოს და ელენეს განხილვა არ წყდება. სკოლის მოსწავლე და პოპულარული დედის შვილი, როგორც ჩანს, სწავლისთვის მოწადინებულია. ამის შესახებ „იმედის დილის“ ერთ-ერთ გადაცემაში მომღერალმა თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელენეს სწავლა არ უჭირს.

ყველა ახალი ამბავი
0