ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილი 82 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 12:40 საათზე. ის იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასევე გვყავს კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე ინფიცირებული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – აცხადებენ კლინიკაში.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია გასულ დღე-ღამეში

გარდაცვლილი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 924-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 785 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2819, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0