ვინ შეუდგენს მენიუს ჯარისკაცებს: თავდაცვის ძალებში შეფ-მზარეულების გადამზადება იწყება

© photo: Sputnikმზარეული
მზარეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი მზარეულები 44 დღის განმავლობაში  ჩაუტარებენ

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. თავდაცვის ძალებში 1 ივლისს შეფ-მზარეულების გადამზადების პროექტი იწყება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

„პროექტის შედეგად ქართველი სამხედროების მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი კვების ხარისხი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტელეშოუ „მასტერ-შეფი“ - Sputnik საქართველო
„მასტერ-შეფი“: საქართველოში ყველაზე გემრიელი რეალიტი-შოუ ეკრანებზე ბრუნდება

პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად, 1 ივლისს წეროვანში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში ოფიციალურად დაიწყება.

სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი მზარეულები ჩაუტარებენ. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები 44 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მონაწილეები ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებაზეც იმუშავებენ და მენიუს ახალ კერძებს შემატებენ. პირველ ეტაპზე მომზადებას 30 მზარეული გაივლის, რის შემდეგაც მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.

ვინ გახდა ახალი „მასტერ-შეფი“ - კულინარიულ შოუზე გამარჯვებული გამოვლინდა >>

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე მზარეულები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებენ, პროცესის მონიტორინგს კი საქართველოს კულინართა ფედერაციიდან 4 დარგის სპეციალისტი ჩაატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0