Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ბალღები“ – ნახეთ როგორ გამოიყურებიან მაკა ჩიჩუას უფროსი ქალიშვილი და უმცროსი ვაჟი

© Facebook / Giorgi Margvelashviliმაკა ჩიჩუა და გიორგი მარველაშვილი
მაკა ჩიჩუა და გიორგი მარველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს დიდი ოჯახი ჰყავს. ექს-პრეზიდენტის მეუღლე სოციალურ ქსელში აქტიურობს და უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს. მათ შორის არის ეს უკანასკნელიც – უფროსი ქალიშვილი და უმცროსი ვაჟი.

მსახიობი და მხატვარი მაკა ჩიჩუა ადრეულ ასაკში დაოჯახდა, ისევე, როგორც მისი ექს-პრეზიდენტი მეუღლე. წყვილს საერთო ორი ვაჟი და პირველი ქორწინებებიდან თითო ქალიშვილი ჰყავს. მაკა ჩიჩუას უფროსი ქალიშვილი მაშო, წარმოუდგენელია, მაგრამ 31 წლისაა.

გოგონას დედას ძალიან ამსგავსებენ. ოჯახი ქალაქგარეთ უმეტესწილად საკუთარი ხელით მოწყობილ სახლში ხშირად იკრიბება. ანა მარგველაშვილი მაშო ჩიჩუას საუკეთესო მეგობარია. ისინი ძმებსა და ანას ქალიშვილს ერთად უვლიან.

მაკას და გიორგი მარგველაშვილს თანაცხოვრების პერიოდში ორი ვაჟი შეეძინათ. თომას და თემოს აღზრდაში ცოლ-ქმრის უფროსი ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან მაშო და ანა თანაბრად არიან ჩართული. მოგეხსენებათ, ანა მარგველაშვილსაც ჰყავს ერთი ქალიშვილი – ანასტასია, რომელიც დიდ დროს დუშეთში ატარებს. მაკამ უახლესი ფოტო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. სურათზე გიორგის და მაკას უმცროსი ვაჟი თომა და მაშო არიან აღბეჭდილი.

პატარა ბიჭუნამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მისი ქერა, ხვეული თმა მაკას მეგობრებმა და ცნობილმა სახეებმა ძალიან მოიწონეს. მანამდე მაკამ ბავშვობის საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა და ყველასათვის გასაგები გახდა, თუ ვის ჰგავს თომა. ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ პირველ ლედის მეორე შვილი 2018 წლის 15 იანვარს შეეძინათ.

ყოფილი პირველი ლედის მასმედიასთან გულახდილმა ურთიერთობამ, შშმ პირების დაცვამ, საქველმოქმედო აქციების მოწყობამ მაკა ჩიჩუა საზოგადოებას სხვა კუთხით გააცნო. ცნობილ მსახიობს და გიორგი მარგველაშვილის მეუღლეს უამრავი ჰობი აქვს. მათ შორისაა ყვავილების მოვლა, რასაც მაკა დიდი სიყვარულით მოეკიდა და ყოველ ახალ კოკორს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ჩიჩუას მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ფოტოს ბევრი პოზიტიური კომენტარი მოჰყვა. ასე ეხმაურება საზოგადოება და-ძმის ერთად გამოჩენას: „თომა პირველ სურათში მაკას ჰგავს და მესამეში გიორგის“; „ძვირფასი ბალღები“; „ერთმანეთზე ლამაზები“; „უი, უცებ მეგონა შენ გეჭირა ბავშვი. ალი-კვალი...“

მსახიობი, მხატვარი და მუსიკოსი მაკა ჩიჩუა გიორგი მარგველაშვილთან დაოჯახებამდეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას მოუტანა ფილმმა „გაიღიმეთ“ (Keep Smiling). ქართული ფილმი 10 ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც დედების კონკურსში მონაწილეობენ. მათ შორის შვიდი ღარიბი ოჯახიდანაა და ისინი ძალებს არ იშურებენ ბინის და 25 ათასი დოლარის მოსაგებად. ერთ-ერთი მთავარი როლი მაკა ჩიჩუას ერგო. ფილმი 2013 წელს გადაიღეს, მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი მოქმედი პრეზიდენტი იყო. მაკას სექსუალურმა გამოჩენამ ბევრი ადამიანი გააოცა. ფილმის ერთ ეპიზოდში ყველა მსახიობი სცენაზე საცურაო კოსტიუმით გამოვიდა. საზოგადოებამ მაშინ მაკას ქმედება არ მოიწონა.

ყველა ახალი ამბავი
0