რა ახალი წესები შეიძლება ამოქმედდეს აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, აბიტურიენტებისთვის ეს წელი მარტივი არ იქნება: სოციალური დისტანცია, გამჭვირვალე ბარიერები, კონდიციონერების არარსებობა და, ამასთან, ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი პირბადის საკითხი.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები შეიძლება პირბადეების გარეშე დაუშვან, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები – რეკომენდაციები ცნობილია>>

„ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით წესების ერთი პაკეტი მომზადებულია. თუმცა ჩვენ მუდმივად, მიმდინარე რეჟიმში ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა თუ სადმე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა, ეს აისახოს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გლობალურ რეკომენდაციებს. ვფიქრობ, უკვე ამ კვირის ბოლომდე ეს მუშაობა დასრულდება საბოლოოდ და მომდევნო კვირისთვის გვექნება იმის საშუალება, რომ დეტალურად გავაცნოთ საზოგადოებას დასრულებული და საბოლოო პაკეტი", – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, სპეციალისტები არ ჩქარობენ ამ პაკეტში ცვლილებების შეტანას, რადგან რეკომენდაციები ძალიან სწრაფად იცვლება.

როგორ ჩატარდება გამოცდები

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

ამოცანის ამოხსნა - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, წელს თითოეული საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50 პროცენტი იქნება გამოყენებული. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი – ერთი მეტრი.

საგამოცდო ცენტრში შესვლის წინ ყველა აბიტურიენტი თერმოსკრინინგს გაივლის.

აბიტურიენტებმა დადგენილი რეკომენდაციები უნდა დაიცვან. კერძოდ, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, შესაბამისი მითითების შემდეგ დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.

რა სიახლეებით ხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს>>

აბიტურიენტებს შეუძლიათ თან იქონიონ ასევე წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცე გამოცდის დაწყებამდე გაგრილდება. როდესაც აბიტურიენტები დარბაზში შევლენ, კონდიციონერებს გამორთავენ. სესიებს შორის ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0