„ყველა შანსი ჰქონდა“ - რას ამბობენ „საბურთალოს“ აკადემიაში დაღუპულ ფეხბურთელზე

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი აკადემია „საბურთალოს“ აღსაზრდელი 10 წელი იყო. ამ დროის განმავლობაში მან არა მხოლოდ პროფესიონალი მოთამაშის, არამედ კარგი ადამიანის რეპუტაციაც დაიმკვიდრა

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. რამდენიმე დღის წინ დაღუპულ ფეხბურთის კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს ყველა შანსი ჰქონდა, პირველი გუნდის მოთამაშე გამხდარიყო. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს კლუბ „საბურთალოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კახა მგელაძემ განუცხადა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე: მკვლელობა თუ...რა დაადგინა ექსპერტიზამ >>

დაღუპული ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მდინარე არაგვში, იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს, სადაც იგი ბოლოს ნახეს ცოცხალი. სამძებრო ოპერაციაში 70-მდე მაშველი, მყვინთავი, ყველანაირი საჭირო ტექნიკა მონაწილეობდა. საქართველოს შსს-ს მონაცემებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ორი მუხლით იძიებენ - თავისუფლების მართლსაწინააღმდეგო აღკვეთა და ძალადობა. 

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო დაბადების დღის საბედისწერო წვეულებიდან

„აკადემია „საბურთალოში“ გიორგი დიდი ხანია თამაშობდა - დაახლოებით 10 წელი. ყველა ასაკობრივ ჯგუფში მოუწია თამაში - U-15, U-17 და U-19. ჰქონდა პირველ გუნდში მოხვედრის შესანიშნავი შანსი. რამდენიმე თვის წინ ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს „საბურთალო-2“-თან“, - აღნიშნა მგელაძემ.

მგელაძის თქმით, აკადემია „საბურთალოში“ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 750-მდე ფეხბურთელი სწავლობს. „მაგრამ გიორგი თავისი ადამიანური თვისებებით, ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო იყო. მისი გარდაცვალება ჩვენთვის შოკი და დიდი ტრაგედიაა“, - აღნიშნა კლუბის პრესსამსახურის უფროსმა.

იგი შეეხო ფეხბურთელის ოჯახის დახმარების საკითხსაც. „ფეხბურთის კლუბი „საბურთალო“ - ერთი დიდი ოჯახია. ჩვენ ყოველთვის ჩვენი მოთამაშეებისა და მათი ოჯახების გვერდით ვართ - კარგ მომენტებშიც და რთულ მომენტებშიც. ვფიქრობ, დასამატებელი არაფერია“, - დასძინა მგელაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0