„ანანური კვლავ საფრთხეშია!“ – ვრცელდება ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliანანური
ანანური - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საყდრისის კომიტეტი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რა მდგომარეობაა ანანურის სამონასტრო კომპლექსში.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ანანურის სამონასტრო კომპლექსი საფრთხეშია. ინფორმაციას მოძრაობა „საყდრისის კომიტეტი“ ავრცელებს და თან ურთავს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რა მდგომარეობაშია კულტურული ძეგლი.

მოძრაობის წევრების თქმით, მონიტორინგის მიზნით ისინი 23 ივნისს ანანურში იმყოფებოდნენ, სადაც საგანგაშო მდგომარეობა დახვდათ. როგორც ტაძარში მომსახურე მონაზვნები აღნიშნავენ, ამკრძალავი ბარიერები ერთხანს ნამდვილად აკავებდა ტურისტებს, თუმცა შემდგომ გახშირდა ამ ბარიერების გარღვევის ან შემოხევის ფაქტები და ძეგლის დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც განახლდა, განსაკუთრებით კოშკებში.

ერთი წლის შემდეგაც კვლავ მძიმე მდგომარეობაა ღვთაების ტაძარში, სადაც მიწიდან ამოსული წყალი მუდმივად მოედინება ტაძრის ძველ იატაკზე, რის გამოც ტაძარში მუდმივად იგრძნობა ნესტი, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ისედაც დაზიანებულ უნიკალურ ფრესკებს.

ანანური - Sputnik საქართველო
ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ვიზიტორების უკონტროლო მოქმედებები აღიკვეთება

ტაძარში საფლავთან სვეტს, სადაც ძველი ქართული ტექსტია ამოტვიფრული, ორ ადგილზე ქვები აკლია.

„სამწუხაროდ, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ქვები სპეციალურად არის ამოღებული თუ დაზიანების გამო ჩამოიყარა. მონასტერში არ იციან სად წავიდა სვეტის ქვები. როგორც ადგილზე შევიტყვეთ, სავარაუდოდ, ჩანგრეული უნდა იყოს „შეუპოვარის“ (კოშკი) ხის ძელებიც“, – აღნიშნავენ „კომიტეტის“ წარმომადგენლები.

„საყდრისის კომიტეტი“ მოუწოდებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ასევე მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დროულად მიიღონ ზომები კომპლექსში კონტროლის გასაძლიერებლად და დაიწყოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაანონსებული ანანურის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0