„იმპორტირებული“ თუ საკარანტინო სივრციდან: რას უკავშირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები

© Sputnik / Olga Kiknavelidzeმამაკაცი პირბადით
მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების შეფასებით, ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია, მას მძიმე ფორმის პნევმონია აღენიშნება.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრცეს უკავშირდება, ერთი კი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია გასულ დღე-ღამეში

ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა, ეზუგბაიას განცხადებით, სერიოზულია – მას მძიმე პნევმონია აღენიშნება, დაავადება პროგრესირებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამ მომენტისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 24 ადამიანი მკურნალობს.

მოცემულ მომენტში „კოვიდ-ცენტრებში" 129 პაციენტი მკურნალობს.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 914-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 771 ადამიანი, გარდაიცვალა – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2744, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 258 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0