Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს კორონავირუსი დაუდგინდა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშინოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ 14 დღე თვითიზოლაციაში იქნება, ხოლო ხუთ დღეში კიდევ ერთ ტესტს ჩააბარებს.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა და ის დადებითი აღმოჩნდა. ამის შესახებ ჩოგბურთელმა თავის ვებ-გვერდზე განაცხადა.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ხორვატიის ქალაქ ზადარში საგამოფენო ტურნირის Adria Tour ფინალი რუს ანდრეი რუბლიოვსა და ჯოკოვიჩს შორის გაუქმდა, რადგან ბულგარელ ჩოგბურთელს გრიგორი დიმიტროვს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ბულგარელმა ტურნირზე მატჩი ჩაატარა ხორვატ ბორნა ჩორიჩის წინააღმდეგ, რომელმაც, თავის მხრივ, ორშაბათს დაადასტურა, რომ ასევე ინფიცირებულია კორონავირუსით. ჩორიჩმა მანამდე, შაბათს ჯოკოვიჩთან ითამაშა.

ქალი სამედიცინო  ნიღბით მუმბაიში - Sputnik საქართველო
COVID-19 ბოლო 24 საათში: ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში და საქართველოს ადგილი

„როგორც კი ბელგრადში ჩავედით, ტესტირებაზე გავემგზავრეთ. ჩემი შედეგი დადებითია, ისევე, როგორც ელენასი (ჯოკოვიჩის მეუღლე). ჩვენი შვილების შედეგები უარყოფითია. ყველაფერი, რაც გასულ თვეში გავაკეთეთ, წრფელი გულითა და კეთილი ზრახვებით გავაკეთეთ. ჩვენი ტურნირი იყო მოწოდება გაერთიანებისკენ, და მიზანი იყო მთელი რეგიონისთვის სოლიდარობა და თანადგომა გამოგვეცხადებინა“, – ნათქვამია ჯოკოვიჩის განცხადებაში.

მისი თქმით, ტურნირი იმ დროს იყო ორგანიზებული, როცა ვირუსი შესუსტდა. მათ ივარაუდეს, რომ ტურნირის ჩატარებისთვის შესაფერისი პირობები იყო.

„სამწუხაროდ, ვირუსი კიდევ არის, და ეს ახალი რეალობაა, რომელთან გამკლავებასაც ვსწავლობთ. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი დამშვიდდება და უწინდელ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ძალიან ვწუხვარ ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე. ვიმედოვნებ, ვინმეს ჯანმრთელობას ეს არ გაართულებს და ყველაფერი წესრიგში იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯოკოვიჩმა აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში დარჩება მომდევნო 14 დღე, ხოლო ხუთ დღეში ინფექციაზე განმეორებით ტესტს ჩაიტარებს.

უფრო ადრე ჯოკოვიჩმა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად, მათ შორის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების, მილიონი ევრო გამოყო. ჩოგბურთელი უკვე დაეხმარა იტალიის ბერგამოს ორ კლინიკას.

ყველა ახალი ამბავი
0