19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო დაბადების დღის საბედისწერო წვეულებიდან

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დღეს გადაღებული ვიდეო მისი ბოლო კადრებით.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეა აღბეჭდილი. ვიდეო მცხეთაში, იმ სახლშია გადაღებული, სადაც გიორგი მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იყო ჩასული.

ახალგაზრდის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

სულ საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატარღა, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორციელებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟი აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაიკარგა. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის 18-19 ივნისის ღამით მოხდა. გიორგი შაქარაშვილის კვალი მდინარე არაგვის ნაპირზე გაქრა, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.

სამძებრო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
რა ვითარებაში დაიკარგა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოთამაშის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0