ნინო ჩხეიძე ახალი ვარცხნილობით საუცხოოდ გამოიყურება. ელეგანტურ მომღერალს სტილის და იმიჯის შეცვლა ნაკლებად სჩვევია. მას ხშირად კლასიკური სამოსი აცვია და თმა მუდამ შავად აქვს შეღებილი. ცოტა ხნის წინ კი „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო დადო, სადაც თმა აქვს შეღებილი.
აშკარაა, რომ წითელი თმა მომღერალს ძალიან უხდება. „გიხდებათ“, „პატარა შეხედულება მოგცათ“, „10 წლით გაახალგაზრდავდით“ – უწერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები მომღერალს.
View this post on Instagram
View this post on Instagram
ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.
View this post on Instagram
მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს, ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი გაიცნოს. ასე რამდენიმე წელია გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.