Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნინის დავურეკე, ვუთხარი, დავიღუპე–მეთქი...“ – როგორ გაიგო ხათუნა ჟორდანიამ დაავადებაზე

© courtesy of Assa Hallხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხათუნა ჟორდანია იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც გაიგო, რომ მძიმე დაავადება ჰქონდა, და ჰყვება, რა ემოციები ახლდა ამ ამბის გაგებას.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. მუსიკოსმა ხათუნა ჟორდანიამ თოქშოუ „პროფილში“ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც საკუთარი ავადმყოფობის შესახებ გაიგო.

მისი თქმით, ეს გასულ ზაფხულს მოხდა, როდესაც ქრონიკულად ახველებდა და ექიმთან მისვლა შვილმა, მომღერალმა ნინი ქარსელაძემ აიძულა. როდესაც ექიმმა უთხრა, რომ ბიოფსია უნდა გაეკეთებინა, მიხვდა, რომ ცუდი დაავადება სჭირდა და შვილს დაურეკა. „იმ წამსვე ნინის დავურეკე, ვუთხარი, დავიღუპე–მეთქი... ყველაზე მეტად ამ ავადმყოფობის მეშინოდა და სულ მეგონა, რომ მე ეს არასდროს დამემართებოდა“, – იხსენებს ხათუნა ჟორდანია.

ნინი ქარსელაძის დედის ხათუნა ჟორდანიას მეუღლეა ზურა ხაჩიძე. წყვილი წლებია ბედნიერად გრძნობს თავს, მათ საერთო გოგონა – ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

View this post on Instagram

ჩემი ანგელოზები ❤️❤️❤️

A post shared by Zura Khachidze⭐️ (@zura_khachidze) on

ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა.

ყველა ახალი ამბავი
0