ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება დასაშვები გახდა

© courtesy of IRF Euro Rafting Championshipsჯომარდობა
ჯომარდობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა სემინარებისა და ტრენინგებისა, დასაშვები გახდა ღია ცის ქვეშ ყველა სათავგადასავლო აქტივობის ჩატარება.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება დასაშვები ხდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. უწყების ცნობით, ყველა აქტივობა ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ჩატარდეს.

სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
მუზეუმების ჯერიც დადგა – მუშაობას ისინი ხვალიდან განაახლებენ

ამასთან ერთად, დასაშვები ხდება ღია ცის ქვეშ ყველა სათავგადასავლო აქტივობის ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყლოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აქამდე ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება აკრძალული იყო და მხოლოდ დისტანციური ღონისძიებები იყო ნებადართული.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

შიდა ტურიზმის დაშვების კვალდაკვალ: 20 ივნისიდან მუზეუმ-ნაკრძალები იხსნება>>

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ - 256 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0