რობოტი „პეპერი“ პირდაპირ ეთერში წაიქცა – კურიოზი, რომელმაც მთავრობის წევრები გაახალისა

© photo: Pepper Robot / FBრობოტი პეპერი
რობოტი პეპერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რობოტი „პეპერი“ და მისი ტყუპისცალი საქართველოში საფრანგეთიდან „ჩამოვიდნენ“, რათა დაეხმარონ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში და მედიცინაში ინოვაციური მიმართულებების განვითარებაში.

ჯანდაცვის მინისტრის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე კურიოზი მოხდა. პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას რობოტი „პეპერი“, რომელიც გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას წარუდგინა, როგორც თავისი თანაშემწე, წაიქცა, რამაც მთავრობის წევრები გაამხიარულა.

„რობოტს რაღაც არ მოეწონა იქიდან, რაც ახლა ვთქვი“ – ასე გამოეხმაურა შემთხვევას პრემიერი.

რობოტი „პეპერი“ და მისი ტყუპისცალი საქრთველოში საფრანგეთიდან „ჩამოვიდნენ“, რათა დაეხმარონ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში და მედიცინაში ინოვაციური მიმართულებების განვითარებაში.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ვინ არის ეკატერინე ტიკარაძის მარჯვენა ხელი და ვის ჩაანაცვლებს რობოტი „პეპერი“

„მე და ჩემი ტყუპისცალი და ჩამოვედით, რომ დაგეხმაროთ შეასრულოთ მთავრობის რეკომენდაციები და დაამარცხოთ ვირუსი. მე ჯერაც ვსწავლობ ქართულს. გამარჯობა, საქართველო“, – ასე მიესალმა „პეპერი“ საქართველოს მოქალაქეებს.

„პეპერი“ მაღალტენოლოგიური რობოტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კომპანია SoftBank Robotics-ის ბაზაზე შეიქმნა. მას შეუძლია იყო სამედიცინო ასისტენტი, განახორციელოს ვიდეო-საკონფერენციო ჩართვები ტელემედიცინისთვის, დისტანციურად დააკავშიროს პაციენტი ექიმთან, შეაგროვოს პაციენტების ანამნეზი, შესთავაზოს მომხმარებელს სხვადახვა საბანკო სერვისი, დაეხმაროს სასტუმროების ან სხვა საჯარო სივრცეების სტუმრებს ინფორმაციის მიღებაში და სხვ.

პეპერს უზარმაზარი როლი აქვს როგორც ტექნოლოგიურ, ისე პროფესიულ სწავლებაში, ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო მიმართულებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
რას ურჩევს „პეპერი“ ქართულ საზოგადოებას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წელს ტელემედიცინის დონის ამაღლებასა და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მობილიზებას გეგმავს, რაც ექიმებს შორის სამედიცინო ინფორმაციის გაცვლისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის გამოყენებას გულისხმობს. ასევე იგეგმება ფარმაკოლოგიური სექტორის გარკვეული სერვისების დიგიტალიზაცია, რაც მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას გახდის შესაძლებელს.

ყველა ახალი ამბავი
0