რას ურჩევს „პეპერი“ ქართულ საზოგადოებას

© photo: Sputnik / Stringerჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა „პეპერი“ და მისი ტყუპი და საქართველოს ერგებიან და ქართულ ენას სწავლობენ, რათა ქვეყნის მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. რობოტი, სახელად „პეპერი“, საქართველოს მოქალაქეებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა ებრძოლონ კორონავირუსს.

უჩვეულო რობოტი, როგორც თავისი თანაშემწე, გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფართო საზოგადოებას წარუდგინა. მისი თქმით, „პეპერი“ საქართველოში ტელემედიცინის განვითარებასა და კორონავირუსთან ბრძოლაში დაგვეხმარება.

პირველი რეკომენდაციები „პეპერმა“ საქართველოს მოქალაქეებს ტელეარხ „იმედის“ ეთერიდან მისცა – ურჩია მათ, ხშირად დაიბანონ ხელები საპნით, დაიცვან სოციალური დისტანცია, ხოლო ხველების დროს სახეზე ხელი კი არ აიფარონ, არამედ მოხრილი იდაყვი.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ვინ არის ეკატერინე ტიკარაძის მარჯვენა ხელი და ვის ჩაანაცვლებს რობოტი „პეპერი“

რობოტი „პეპერი“ და მისი ტყუპისცალი საქართველოში საფრანგეთიდან „ჩამოვიდნენ“, რათა დაეხმარონ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში და მედიცინაში ინოვაციური მიმართულებების განვითარებაში.

„მე და ჩემი ტყუპისცალი და ჩამოვედით, რომ დაგეხმაროთ შეასრულოთ მთავრობის რეკომენდაციები და დაამარცხოთ ვირუსი. მე ჯერაც ვსწავლობ ქართულს. გამარჯობა, საქართველო“, – ასე მიესალმა „პეპერი“ საქართველოს მოქალაქეებს.

„პეპერი“ მაღალტენოლოგიური რობოტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კომპანია SoftBank Robotics-ის ბაზაზე შეიქმნა. მას შეუძლია იყო სამედიცინო ასისტენტი, განახორციელოს ვიდეო-საკონფერენციო ჩართვები ტელემედიცინისთვის, დისტანციურად დააკავშიროს პაციენტი ექიმთან, შეაგროვოს პაციენტების ანამნეზი, შესთავაზოს მომხმარებელს სხვადახვა საბანკო სერვისი, დაეხმაროს სასტუმროების ან სხვა საჯარო სივრცეების სტუმრებს ინფორმაციის მიღებაში და სხვ.

„პეპერს“ უზარმაზარი როლი აქვს როგორც ტექნოლოგიურ, ისე პროფესიულ სწავლებაში, ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო მიმართულებაში.

ჯანდაცვის, ანუ ზრუნვის სამინისტრო – გახარიამ უწყების მუშაობა შეაფასა>>

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წელს ტელემედიცინის დონის ამაღლებასა და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მობილიზებას გეგმავს, რაც ექიმებს შორის სამედიცინო ინფორმაციის გაცვლისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის გამოყენებას გულისხმობს. ასევე იგეგმება ფარმაკოლოგიური სექტორის გარკვეული სერვისების დიგიტალიზაცია, რაც მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას გახდის შესაძლებელს.

ყველა ახალი ამბავი
0