„ახლა უნდა გამისწოროო...“ – ვინ არის ბიჭი, რომელიც პოლიციელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

CC0 / Pixabay / მტირალი კაცი
მტირალი კაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ტელესივრცისთვის უჩვეულო განცხადება გააკეთა ბიჭმა, რომელმაც ვინაობის და სახის დამალვის გარეშე პოლიციელი მის გაუპატიურებაში ღიად ამხილა. ნახეთ, რა დეტალებს იხსენებს მსხვერპლი.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ძალადობის მსხვერპლი გიორგი პასკონოვი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა აირი დარსალიამ, რომელიც მისი ძმის საქმეს იძიებდა, მასზე სექსუალურად იძალადა.

პასკონოვი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ჰყვება, რომ მას პოლიციელი დაუკავშირდა და სთხოვა ნომერი, რათა დაკავშირებოდა და მისი ძმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა. პასკონოვის ძმას მასზე ძალადობა ედებოდა ბრალად.

დარსალიამ ბიჭი პოლიციის შენობაში დაიბარა. თუმცა, როცა ის განყოფილებაში მიდიოდა, მოძალადე დაუკავშირდა და სამარშრუტო ტაქსიდან დაუსახლებელ ადგილზე ჩამოსვლა სთხოვა, რათა თავად წაეყვანა პოლიციაში. სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, როგორც დაზარალებული იხსენებს, პოლიციელმა იარაღის დემონსტრირებით და მუქარით ტყეში წაიყვანა და გააუპატიურა.

„თავის კონტროლი ძალიან უჭირდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და მითხრა, რომ შენ მე ახლა უნდა გამისწორო და ჩემთან უნდა გქონდეს სექსიო. ამან ძალიან შემაშინა. იარაღს იყენებდა სისტემატიურად, მირტყამდა“, – ჰყვება გიორგი პასკონოვი.

გიორგის ისტორია ამით არ დასრულებულა. გაუპატიურების შემდეგ ბიჭი პოლიციაში მივიდა და, როგორც თავად ამბობს, სამართალდამცველებმა სამხილების განადგურება დაიწყეს. პროტესტის ნიშნად სასოწარკვეთილმა ბიჭმა პროკურატურის ეზოში თვითმკვლელობაც სცადა.

საქმეში სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა მოძალადე დაეპატიმრებინა. პოლიციელმა დაკავების შემდეგ ძალადობა აღიარა და საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა. მოძალადეს 6 წელი მიუსაჯეს.

გიორგი პასკონოვის თქმით, მოძალადეს ბევრად მეტი ეკუთვნოდა და მას მხოლოდ 6 წელი მიუსაჯეს, რადგან მას მთავრობაში მფარველობენ.

ყველა ახალი ამბავი
0