Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„2 თვეში ნინა ბებია ვიქნები“ – ნინო ნადირაძემ ბაია კუზანოვი უჩვეულო ვითარებაში დააფიქსირა

© Photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ნადირაძე-კუზანოვა ქალიშვილის სახლიდან წასვლას რთულად შეეგუა. ახლა კი გაირკვა, რომ სულ მალე ბებია გახდება. სულ რაღაც ორ თვეში კუზანოვების დიდ ოჯახს პატარა წევრი შეემატება.

ბაია კუზანოვი სულ მალე დედა გახდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა ექიმმა დედამ რამდენჯერმე დაწერა. ოჯახი მოუთმენლად ელის პატარა ანგელოზის ქვეყნად მოვლენას, თუმცა გუგა და ნინა საკუთარ თავს ბებია-ბაბუად ვერ აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, ნინო ნადირაძე აღნიშნულით აღფრთოვანებულია და უფროს ქალიშვილს სხვადასხვა ვითარებაში სურათებს უღებს, შემდეგ კი საკუთარ მეგობრებს უზიარებს.

View this post on Instagram

# afterthehardday

A post shared by nino (@ninonadiradze) on

„ყველაზე ლამაზი და „სვეცკი“ ორსული ხარ“; „როგორც ყოველთვის საოცარ ფორმაში ხარ“; „ბედნიერი დედა გამხდარიყავი“ – წერენ ბაიას გულშემატკივრები. ცნობილია, რომ ბაია კუზანოვი მშობლების ნაბიჯებს იმეორებს და პროფესიულ განვითარებას მედიკოს ბაბუასთან ერთად ეწევა. ნინო ნადირაძე შვილიშვილისა და ბაბუის სურათებს საოპერაციოდან ხშირად აქვეყნებდა. ცნობილი ექიმი ბაბუის გარდა, გუგა კუზანოვიც უზიარებს ფეხმძიმე ქალიშვილს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას.

გუგა და ნინო კუზანოვებმა ბაია ერთი წლის წინ დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. წყვილი შეუდარებლად გამოიყურება. ნინო პირადი ცხოვრების დეტალებს რეიტინგულ თოქ-შოუ „პრაიმ შოუშიც“ ასაჯაროებს.

ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან. ნინო ნადირაძემ შვილის ქორწილის დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ ბაია და ყველა ქალი გათხოვებისთვის ენანება. როგორც აღმოჩნდა, დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.

კარდიოლოგის ოფიციალური გვერდის მიხედვით ირკვევა, რომ ბაია კუზანოვთან დაშორება მას ძალიან გაუჭირდა. მოკრძალებული ქორწილი ბაიამ სახლის ეზოში გადაიხადა, სადაც წყვილმა 50-მდე სტუმარი მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ნინო თავის ხასიათს მძიმეს უწოდებს, ამბობს, რომ სიძესთან შეუდარებელი ურთიერთობა აქვს. ბაიას რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გიორგი ბეჟაშვილია.

ყველა ახალი ამბავი
0