COVID-19 საქართველოში: სამი ინფიცირებულიდან ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა

© AFP 2024 / GEORGES GOBETტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს დადასტურებული სამი შემთხვევიდან ორი ტრაილერის მძღოლია აზერბაიჯანიდან, მესამე ახალგაზრდა მამაკაცია, საქართველოს მოქალაქე.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირიდან, რომელთაც ინფექცია სამშაბათს დაუდასტურდათ, ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა, განაცხადა ბრიფინგზე თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხ ბექაიამ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაფიქსირებულია სამი დადებით პასუხი, აქედან ორი არის 60 წლამდე მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს კლინიკაში და ჩვენთან PCR კვლევით დადასტურდა კორონავირუსი. ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც დადასტურდა კორონავირუსი“, – განაცხადა ბექაიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქე გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას.

„მისი ბებია ამჟამად მკურნალობს იმ კლინიკაში, სადაც თავად არის გადაყვანილი“, – აღნიშნა ბექაიამ.

ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 882-ს მიაღწია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0