„მწვანე კორიდორები" მეზღვაურებისთვის: ვინ მოახერხებს საქართველოში დაბრუნებას

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნების გამარტივებული პროცედურა არ გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების შერბილებას – ქვეყანაში დაბრუნებული ყველა მეზღვაური კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილ პროცედურას გაივლის.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველომ მეზღვაურთა დროული დაბრუნების მიზნით სხვადასხვა ქვეყნებთან ე.წ. „მწვანე კორიდორები" აამოქმედა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტმა ნათია თურნავამ.

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე იმყოფებიან, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ფაქტობრივად, სამშობლოდან მოწყვეტილი აღმოჩნდნენ.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დღეის მდგომარეობით 600-ზე მეტ მეზღვაურს გაუწია დახმარება. ჩვენ ავამოქმედეთ "მწვანე კორიდორები" სხვადასხვა ქვეყნებთან მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის", – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესის სტიმულირების მიზნით რამდენიმე გემი სრულიად გათავისუფლდა საქართველოს პორტებში შემოსვლისთვის დაწესებული საფასურისგან, როდესაც მათი შემოსვლის მიზანი მხოლოდ ეკიპაჟის შეცვლა იყო.

თურნავას სიტყვებით, მეზღვაურები კორონავირუსით ინფიცირების დაბალი რისკის მქონე პირებს წარმოადგენენ, რადგან პანდემიის გამო მათ ხმელეთთან ნაკლები შეხება ჰქონდათ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნების გამარტივებული პროცედურა არ გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების შერბილებას და ქვეყანაში დაბრუნებული ყველა მეზღვაური კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილ პროცედურას გაივლის.

ყველა ახალი ამბავი
0