ტრანსპორტით კომფორტულად რომ იმგზავროთ – მერიის შეთავაზება თბილისელებს

© Sputnik / Alex Shlamovტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა 29 მაისიდან განაახლა. მგზავრების მიმართ ძირითადი მოთხოვნაა სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. პირი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე იმყოფება, 20 ლარით დაჯარიმდება.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ორშაბათიდან მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს ავტობუსების გაზრდილი რაოდენობა მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
რა შეზღუდვები იხსნება 15 ივნისიდან

უწყების ცნობით, კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვის მიზნით 30 ავტობუსი დაემატება მარშრუტებს: N6, N11, N17, N19, N20, N24, N32, N33, N34, N60, N62, N72, N84, N86 და N101

„საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ მგზავრთნაკადის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობდა როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა 15 მარშრუტი, სადაც პიკის საათებში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გარდა ამისა, ქალაქის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ მგზავრთნაკადის მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება და მგზავრთა უსაფრთხო გადააადგილებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება.

ქვეყანაში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა 29 მაისიდან განაახლა. შეზღუდვები კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაწესებული, თუმცა ამ დროისთვის შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ხორციელდება. ამასთან, ტრანსპორტში მკაცრი წესები მოქმედებს.

კერძოდ, მგზავრები ვალდებული არიან დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე. პირი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე იმყოფება, 20 ლარით დაჯარიმდება.

რეკომენდაციების თანახმად, თბილისის ავტობუსები იმოძრავებენ ღია ფანჯრებით და გამორთული კონდიციონერებით. ავტობუსებს ყოველდღიურად – მუშაობის დაწყებამდე და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დეზინფექცია ჩაუტარდება.

ტრანსპორტში მგზავრთნაკადს საპატრულო პოლიცია და საქალაქო ინსპექცია აკონტროლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0