ყოველთვის ცეცხლის ხაზზე: მეხანძრე-მაშველები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ

გამოწერა
მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მეხანძრე-მაშველებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უპირველეს ყოვლისა, მინისტრმა მათ „სახლში ყოველთვის მშვიდობიანად დაბრუნება" უსურვა.

„მესმის, რამდენად მძიმეა თქვენი შრომა. მე ინფორმაციას მაწვდიან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, თუ როგორია მდგომარეობა და მე, რა თქმა უნდა, ბატონ პრემიერს ვაყენებ საქმის კურსში... ჩვენ ყველა განვიცდით თქვენ გამო და როდესაც ყველაფერი მთავრდება, ყველა ნამდვილად ბედნიერები ვართ", – განაცხადა გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლის დროს გაწეული სამსახურისთვის.

მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0