COVID-19-ის ხუთ შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია: ექიმები მოსახლეობას მიმართავენ

გამოწერა
ამ დროისათვის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, სულ 127 ადამიანია მოთავსებული.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის წყარო უცნობია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

გუშინ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოთხი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია და ფართო კვლევა მიმდინარეობს. დღეს კი მათ რიცხვს ასეთი კიდევ ერთი პაციენტი შეემატა.

რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
რა პირობებში იმუშავებენ თეატრები და მუზეუმები საქართველოში – შემუშავდა რეკომენდაციები

ცხრა ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, კიდევ სამი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ორი კი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. თბილისში გამოვლენილი ერთი ინფიცირებული პაციენტის წყარო კი ამ დრომდე დადგენილი არ არის.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 38 პაციენტი მკურნალობს. გუშინ კლინიკიდან ორი პაციენტი გაეწერა.

ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – აღინიშნება დაავადების პროგრესირება.

ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით დადებითი სტატისტიკური მონაცემების შენარჩუნებისთვის აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა შეასრულონ ყველა რეკომენდაცია და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

„ჩვენ ვამბობთ, რომ შემოდგომაზე უნდა იყოს მეორე ტალღა. მაგრამ ახლა საუბარია იმაზე, შევძლებთ თუ არა მიღებული შედეგების შენარჩუნებას. იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ, რამდენადაც ერთნიშნა ციფრები საგანგაშო არაა და მათთან გამკლავება შეიძლება", – განაცხადა ეზუგბაიამ.

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას სამი პაციენტი აგრძელებს. რეანიმაციულ განყოფილებაში კი ერთი პაციენტი რჩება.

ამ დროისათვის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, სულ 127 ადამიანია მოთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0