ისრაელი „მწვანე ქვეყნების" სიიდან ამოიღეს: ვის გაუხსნის საზღვრებს საქართველო

© Pixabay / judithscharnowskiიერუსალიმი
იერუსალიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელი უნდა ყოფილიყო პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ტურისტები უნდა მიეღო. თუმცა, გასულ კვირაში ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან ტურიზმის აღდგენის გადადება ითხოვა, ისრაელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში ფერმერებთან გამართული შეხვედრისას.

გაზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
ტურიზმის გამოწვევები: როდის და საიდან უნდა ელოდოს ტურისტებს საქართველო

მისი სიტყვებით, იგი პირადად ესაუბრა ისრაელის მთავრობის მეთაურს და ყველა დეტალის შეთანხმება მოხდა, დარჩენილი იყო მხოლოდ დოკუმენტზე ხელმოწერა.

ისრაელი უნდა ყოფილიყო პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველოს 15 ივლისიდან ტურისტები უნდა მიეღო. თუმცა, გასულ კვირაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართულ მხარეს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადების თხოვნით მიმართა.

„ზუსტად ერთი კვირის წინ იქ ისეთი რამ დაიწყო... უბრალოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა. ათასობით ადამიანი კარანტინში გადაჰყავთ. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ ტურისტების მიღების ფასად ჩვენი მოქალაქეების ჯანრმთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს ყველაზე მთავარია", – განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმპორტირებული ინფექცია, შესაძლოა, ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდეს და ტურისტების ჩამოსვლამ "ყველანაირი ფასი დაკარგოს".

ამ დღეებში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ტურიზმის აღდგენის მიზნით სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისა და თავად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, "ცოტა მოცდა" ითხოვა.

სამშაბათის, 9 მარტის საღამოს მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა ერთი ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსი 18 180 ადამიანს დაუდგინდა, ვირუსის გამოვლენიდან დღემდე ისრაელში 299 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0