Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სოფო ნიჟარაძის დილა – როგორ მალავდა მომღერალი რამდენიმე თვის ფეხმძიმობას – ვიდეო

© courtesy of Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემაში გადაღებული სოფო ნიჟარაძე ორი თვის ფეხმძიმეა. გადაღების პროცესში ქართველი შემსრულებელი წამოზრდილი მუცლის დამალვას ცდილობს.

სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის წევრები განსაკუთრებულად ბედნიერები არიან. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სოფოს მშობიარობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მასმედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგო შეეძინა. მომღერლის Instagram-ზე ბოლო გამოქვეყნებული სურათი 11 აპრილით არის დათარიღებული, როდესაც სოფო 7 თვის ფეხმძიმეა და მას წამოზრდილი მუცელი გრძელი ნაცრისფერი შარფითა და შავი ქურთუკით აქვს დამალული.

View this post on Instagram

#beforequarantine

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

პანდემიის მიუხედავად არტისტმა საზღვარგარეთ წასვლა მოასწრო, სადაც ქვეყნად გოგონა მოავლინა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფომ პირველ ქალიშვილს ელის-მარია დაარქვა. სოფომ ამერიკის ერთ-ერთ სამშობიაროში 2 ივნისს იმშობიარა. მის ფეხმძიმობაზე ჭორები ხშირად ვრცელდებოდა, თუმცა სოფო საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორ-მართალს საჯაროდ არასდროს პასუხობდა.

„მთავარი არხის“ არქივში 2019 წლის 30 დეკემბრის ვიდეომასალა მოიძებნა, რომელზეც სოფო ნიჟარაძის დღის დასაწყისია და ის დილის რუტინას მაყურებლებს აცნობს. აღნიშნულ ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ ნიჟარაძე გადამღებ ჯგუფსა და კამერებთან დისკომფორტს განიცდის. რამდენიმე თვის წინ გადაღებულ ვიდეოზე სოფო წამოზრდილ მუცელს მალავს, ხოლო მომატებულ კილოგრამებს ახალ წელსა და დედის მიერ მომზადებულ გემრიელ კერძებს აბრალებს. აღნიშნულ ვლოგზე პოპულარული მომღერალი ორი თვის ფეხმძიმეა. საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ არის ელის-მარიას მამა.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

„ბევრი მომღერალი იმაზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება სკანდალური იყოს და ბევრი ილაპარაკოს პირად ცხოვრებაზე. ჩემთვის კი უკეთესია ნაკლებად გავხდე საჭორაო თემა. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემზე ნაკლებად ილაპარაკონ. მე და ჩემი შეყვარებული არ დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც პრესა და ტელევიზიაა. შეიძლება ასეთ ღონისძიებაზე ვიყოთ, მაგრამ ვერავინ შენიშნავს, რომ ჩვენს შორის რაიმე სიმპათია არსებობს“, – აცხადებდა სოფო.

View this post on Instagram

@natatotato 📸❤️ @datunasulikashvili 💃🏻🥰

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

მის ცხოვრებაში, ამბობდნენ, რომ სკანდალები იყო, თუმცა სოფომ არც ერთ მათგანს საჯაროდ არ უპასუხა. მომღერლის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ, ის კი კვლავინდებურად დუმს. სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შესრულებული აქვს ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით Shine, მაშინ ქულათა საერთო ჯამით მე-9 ადგილზე გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0