პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა მცირდება - პარლამენტი ცვლილებებზე მსჯელობს

© Sputnik / Alexander Imedashviliპირბადე მანქანაში
პირბადე მანქანაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტში იმსჯელეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელთა შესაბამისადაც დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დამრღვევი პირის 50 ლარის ნაცვლად 20 ლარით  დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება საქართველოს პარლამენტი.

სიხარულით, მაგრამ პირბადეებით – რა წესების დაცვა მოუწევთ სასტუმროებსა და მათ სტუმრებს >>

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა შესაბამისადაც  დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის (დაჩქარებული წესით) განიხილა.

თავდაპირველად, კომიტეტზე შესული დოკუმენტი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პირის 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ჯარიმის 20 ლარამდე შემცირების თაობაზე.

„ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება. ერთადერთი ამოცანა, რომელიც მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ აკისრია არის პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველყოფა და საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. ეს არის სახელმწიფო პოზიტიური ვალდებულება“, - განაცხადა კანონპროექტების წარდგენისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ტრანსპორტში - Sputnik საქართველო
საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს - წესები და მგზავრობის საფასური

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მეტროპოლიტენით გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს 20 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად კანონპროექტით გათვალისწინებული 50 ლარისა.

ასევე, ტაქსით ( M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს 20 ლარით დაჯარიმებას.

მისივე თქმით, კანონპროექტით, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.

ანრი ოხანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები არ შეეხება პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულებას.

საქართველოში სასტუმროები იხსნება: რეკომენდაციები პერსონალისა და სტუმრებისთვის >>

ცვლილებების თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იურიდიული პირის - 10 000 ლარით. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის გათვალისწინებულია უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ყველა ახალი ამბავი
0