„მწვანე ქვეყნებისთვის“ საერთო პროტოკოლი შემუშავდება: რა უნდა გაითვალისწინონ აეროპორტებმა

© photo: Sputnik / Nika Latariaაეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე
აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ არჩუაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებული, როგორც „მწვანე ქვეყნები“.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო ფრენებისთვის საქართველოს ცა დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება და პროცესი ეტაპობრივად, მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით განხორციელდება, განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ. 

Turkish Airlines  - Sputnik საქართველო
ფრენების აღდგენა: რას გვთავაზობენ ავიაკომპანიები 1 ივლისიდან – მიმართულებები, ფასები

საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის კარის გახსნას 1 ივლისიდან გეგმავს. მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ავიამომოსვლის აღდგენის თაობაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ასევე ავიაკომპანიებთან, რომლებიც პანდემიის პირობებში ფრენებს ახალი წესებით უზრუნველყოფენ.

არჩუაძის განცხადებით, მიმდინარეობს საქართველოს ხუთივე აეროპორტის მომზადება საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, რათა ქვეყანამ პირველი მგზავრების მიღება შეძლოს.

„ხდება აეროპორტებში სტიკერების დაკვრა, სკანერების დამონტაჟება, რათა მგზავრებმა, სოციალური დისტანციის დაცვით, მაქსიმალურად კომფორტულად გაიარონ სათანადო პროცედურები. მგზავრებისთვის აუცილებელი იქნება პირბადე. ისინი გაივლიან თერმოსკრინინგს და, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს არ დაუფიქსირდება „კოვიდის“ დამახასიათებელი სიმპტომები, დაშვებული იქნება რეგისტრაციაზე და შეძლებს მისთვის სასურველ ქვეყანაში გამგზავრებას“, – აღნიშნა არჩუაძემ.

ამასთან, როგორც მან განაცხადა, მოცემულ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ბორტზე ხელბარგით ასვლა, თუმცა მგზავრებს, ჩასხდომისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მოეთხოვებათ მაქსიმალურად კომპაქტური ჩანთა იქონიონ. 

თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
საქართველო მუშაობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

არჩუაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებული, როგორც „მწვანე ქვეყნები“.

„მწვანე ქვეყნების“ კორიდორის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ აღნიშნულ ქვეყნებს შორის ფრენა განხორციელდეს შეფერხების გარეშე. ქვეყნები, რომლებიც „მწვანე ქვეყნების“ სიაში შედიან, ამ ეტაპზე ცდილობენ შეჯერდნენ ერთიან პროტოკოლზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ტურიზმის გაცოცხლების მხარდაჭერას და მგზავრებისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებას“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანა წარადგინოს როგორც უსაფრთხო ტერიტორია. საქართველოში ჩამოსული ტურისტები დაისვენებენ ე.წ. მწვანე ზონებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლების, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0