Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვინც შვილი გააჩინა, დედა არ არის...“ – ნეკა დოროყაშვილის მეგობარი ახალ დეტალებზე წერს

© courtesy of Neka Dorokashviliნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება. ნეკა დოროყაშვილის ახლო მეგობარი ახალ დეტალებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის ოჯახის ახლობელი მარიამ ოძელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, ჩოგბურთელის ადვოკატმაც უარყო ის ფაქტი, რომ ნეკა აშანტაჟებდა და 100 000 ლარს იღებდა ყოველ თვე. ამბობს, რომ ნეკას ირგვლივ ბევრი სიცრუე ვრცელდება და საზოგადოებას სთხოვს, ყველაფერს ნუ დაიჯერებენ.

მისი თქმით, პირად ცხოვრებას პატივს სცემს და მისმა ოჯახმაც კი ორი დღის წინ გაიგო, რომ ცნობილი წყვილი დაშორდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის უმშვენიერესი საცოლე – ფოტოები სოციალური ქსელიდან

„ნუ ჭორაობთ, ერთს გეტყვით, თქვენს ოჯახებში უარესები ხდება და მიჩვეულები ხართ ამ ყველაფერს. იმასაც ვერ იაზრებთ რას ნიშნავს 5 წლის ბავშვის მშობლები რომ შორდებიან. საერთოდ ბავშვის ცნება რა არის ეგ არ იცით და ზოგი დედობაზეც თავს დებთ. ყველამ ვინც შვილი გააჩინა დედა არ არის ეგ იცოდეთ!” – წერს მარიამ ოძელაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

თამარ ივერი - Sputnik საქართველო
„ნეკას ეს „ძალადობა“ ჰაერივით სჭირდებოდა“ – თამარ ივერი ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0