რომელ კლასტერს უკავშირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები

© photo: Sputnik / Ilya Naimushin / გადასვლა მედიაბანკშიტესტ–სისტემები კორონავირუსის დასადგენად
ტესტ–სისტემები კორონავირუსის დასადგენად - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კლინიკებში, რომლებიც კრონავირუსის მქონე პაციენტებს იღებენ, ამჟამად 142 ადამიანი  მკურნალობს.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ოთხი ახალი შემთხვევა თბილისსა და საკარანტინო ზონას უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა>>

მისი თქმით, ორი შემთხვევა უკავშირდება ე.წ. საბურთალოს კლასტერს, კიდევ ორი – საკარანტინო ზონას.

მგზავრები მეტროში - Sputnik საქართველო
ზაფხულს მშვიდობიანად გადავლახავთ, შემოდგომაზე კი მეორე ტალღაა მოსალოდნელი – ზახაშვილი

ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 52 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. აქედან რამდენიმეს მძიმე პნევმონია აქვს, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკიდან გუშინ ხუთი გამოჯანმთელებული პაციენტი გაეწერა.

თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსზე 23 პაციენტი მკურნალობს. აქედან ერთ პაციენტს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება – მას ქრონიკული დაავადებები აქვს. კლინიკაში ამ დროისათვის ხუთი ინფიცირებული ბავშვია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტი შევიდა. ისინი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდებიან. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ აღენიშნებათ ოდნავ მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება

იმ კლინიკებში, რომლებიც იღებენ პაციენტებს კორონავირუსის დიაგნოზით, ამჟამად 142 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. საქართველოში დღეისათვის კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა 805 ადამიანს, აქედან გამოჯანმთელდა 650, გარდაიცვალა 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0