Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შვიდი გარდაცვლილი და ინფიცირების 11 817 შემთხვევა: სომხეთს კორონავირუსი უტევს

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ხელისუფლებამ, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გაუარესების გამო, პირბადის ტარების სავალდებულო რეჟიმი დააწესა.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. სომხეთში COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 11817-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სომხეთში პირბადით სიარული სავალდებულო ხდება - ფაშინიანი ერთმანეთის თვალთვალისკენ მოუწოდებს>>

მხოლოდ გასულ დღე-ღამეში დაავადების 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველო მზად არის დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში

კორონავირუსის გართულებებისგან სულ, გასული დღე-ღამის მონაცემების ჩათვლით, გარდაიცვალა 190 ადამიანი, სხვა მიზეზებით – 70 ინფიცირებული პაციენტი.

ახალი მონაცემებით, ინფექციისგან განკურნებულთა რიცხვია 3 513. ამჟამად მკურნალობს 8 052 ადამიანი. ქვეყანაში სულ 65 161 ტესტი ჩატარდა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან მოქმედებს, რომელიც 13 ივნისამდე გაგრძელდა. 18 მაისიდან ქვეყანაში ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, მოიხსნა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობის აკრძალვა. 4 ივნისიდან ქვეყანაში პირბადის ტარება ყველგან სავალდებულო გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0