საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Evgeny Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 650 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 650 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0