ოთხფეხა მეგობრები მაშველების გვერდით: ზვავქვეშ მოყოლილების ძებნაში ძაღლები ჩაერთვებიან

© photo: Emergency Management Service / FBქართველი მაშველები ვერტმფრენით
ქართველი მაშველები ვერტმფრენით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძაღლი გაივლის იქ, სადაც ამას ადამიანი ვერ შეძლებს, ხოლო სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი მაშველებს მიუთითებს, სად უნდა ეძებონ ზვავქვეშ მოყოლილი ადამიანი.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ახალი პროექტის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (Austrian Development Agency) მხარდაჭერით, ორ გაწვრთნილ ბელგიურ ძაღლსა და შესაბამის საწვრთნელ აღჭურვილობას შეიძენს კინოლოგებისთვის, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.

ტრაგედია თუშეთში: ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ>>

ძაღლების გაწვრთნის პროექტმა „ზვავში გადარჩენილთა ძებნა: გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ზვავში დაშავებულთა გადარჩენის გარანტი“ სამთო-სათხილამურო კურორტებზე თეთნულდსა და გუდაურში მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკა უნდა დანერგოს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
თეთნულდზე ზვავში მოყოლილი იტალიელი ტურისტი ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს

კინოლოგების უნარების სპეციალურ სწავლებას გაივლიან ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც.

„პირველად საქართველოში დაინერგება ზვავში მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც გაზრდის სამთო-სათხილამურო კურორტების მომსახურების ხარისხს სამაშველო-საზვავე უსაფრთხოების კუთხით და უზრუნველყოფს ზვავში დაშავებულთა დროულ ძებნასა და გადარჩენას“, – განაცხადა „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ჰყავს კვალიფიცირებული მაშველები, ბოლო ოთხ წელიწადში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ზვავის ჩამოწოლის გამო დაშავდნენ ან დაიღუპნენ. მაშველებს არ ჰქონდათ სპეციალური აღჭურვილობა რთულად მისადგომ ადგილებში საძიებო სამუშაოების წარმოებისთვის, რაც ხშირად იწვევდა ადამიანების დაღუპვას.

ყველა ახალი ამბავი
0