რა არ მოეწონა ამირან გამყრელიძეს თბილისში გასეირნებისას

© photo: Sputnikვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან გამყრელიძეს, პირველ რიგში, არ მოეწონა ხალხმრავლობა პარკებში, სადაც ადამიანები პირბადეების გარეშე სეირნობდნენ.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეშფოთებულია იმით, რომ მოსახლეობამ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების იგნორირება დაიწყო, მათ შორის, სოციალური დისტანციის დაცვის კუთხით.

„ეს შაბათ-კვირა არ მომეწონა. რომ გავიარე, რამდენიმე პარკში ვიყავი და თითქოს ხალხმრავლობამ იფეთქა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის აფეთქება რეალურია? – ეპიდემიოლოგის განმარტება

მან აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვების შერბილებამ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი გაზრდა გამოიწვია. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქართველოში არ მოხდეს.

„გასაგებია, ზაფხული მოვიდა, ცხელა და ყველას უნდა გარეთ ყოფნა, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რეკომენდაციები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ჯერ არაფერი არ დამთავრებულა და სხვა ქვეყნების მაგალითები მოიყვანა.

„პირდაპირ გეტყვით, პანდემიის დაბრუნების საფრთხე, რა თქმა უნდა, არის. ამის მაგალითია ის, რაც ახლა სამხრეთ ამერიკაში ხდება. იცით, ბრაზილიაში რაც ხდება; სერიოზული მატებაა ჩილეში, პერუში... გახსნასთან ერთად ყველა ქვეყანაში იყო მცირე ნახტომები, იგივე გერმანიას ჰქონდა მცირე ნახტომი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჩაკეტავ. თითოეული ქვეყანა დღეს ეძებს ბალანსს, ხსნის შეზღუდვებს, რომ არ მოხდეს კორონავირუსის ხელახალი აფეთქება.

თერმოკრინინგი ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამყრელიძემ ყველაზე „ცხელი" ეპიდემიური წერტილი დაასახელა

გამყრელიძემ მოუწოდა მოსახლეობას, ახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე თითოეულის ცხოვრების ატრიბუტი უნდა გახდეს.

კორონავირუსის მეორე ტალღას მთელი მსოფლიო შემოდგომაზე ელოდება, და საქართველო გამონაკლისი არ იქნება. პროგნოზების მიხედვით, ის შედარებით სუსტი უნდა იყოს, მაგრამ მომზადება საჭიროა. განაცხადა სპეციალისტმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყნის ხელისუფლებამ პრევენციული ზომები დროულად მიიღო. ამის შედეგად, 3 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი. ეს რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/2 ივნისი>>

შეზღუდვები ქვეყანაში ეტაპობრივად იხსნება, მაგრამ რჩება მთავარი რეკომენდაცია – სოციალური დისტანცია და პირბადე დახურულ სივრცეში.

ყველა ახალი ამბავი
0