მათ შორის ექვსი მედალოსანი – ქუთაისის კადეტთა ლიცეუმს ახალი კურსდამთავრებულები ჰყავს

© photo: Ministry of Defence of Georgia / FBქუთაისის კადეტთა ლიცეუმი
ქუთაისის კადეტთა ლიცეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ლიცეუმი 65-მა კადეტმა დაამთავრა, აქედან ოთხმა ოქროს მედალზე, ხოლო ორმა – ვერცხლის. კურსდამთავრებულთა შორის გოგონებიც არიან.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ქუთაისის გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს 65-მა კადეტმა დაამთავრა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ კურსდამთავრებულებს მიმართა და მათ სწავლის წარმატებულად დასრულება მიულოცა. ამის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო ლიცეუმის თანამშრომლებს – მედლები.

გამოსაშვებ ცერემონიაში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების, დასავლეთ სარდლობისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელები. ლიცეუმის 65 კურსდამთავრებულიდან ოთხმა სასწავლო დაწესებულება ოქროს მედალზე დაამთავრა, ხოლო ორმა – ვერცხლის მედალზე.

გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის კადეტები - Sputnik საქართველო
კადეტთა ლიცეუმის აღსაზრდელი გოგონები პრეზიდენტის სტიპენდიას მიიღებენ

41 კურსდამთავრებული სწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში გააგრძელებს.

„ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისთვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურისა და სწავლის დონის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული სასწავლო დაწესებულებაა. ის 2010 წელს დაფუძნდა.

კადეტთა ლიცეუმში შესარჩევი კონკურსის საფუძველზე ზოგადსაგანმანთლებლო სკოლების ცხრაკლასდამთავრებულებს იღებენ. იმისთვის, რომ კურსანტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა გაიაროს სამედინცინო შემოწმება, ჩააბაროს ფიზიკური მომზადების ნორმატივები, ასევე ზოგადი უნარების ტესტი. სასწავლებელში 2016 წლიდან გოგონებსაც იღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0