Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დედა, დედამთილი, მე და ბაია “ – ასე გამოიყურებიან ნინო ნადირაძის ოჯახის წევრები

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ნადირაძე-კუზანოვა დედის, დედამთილისა და ქალიშვილის ულამაზეს სურათს აქვეყნებს. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ცნობილი კარდიოლოგის დედა და დედამთილი.

საქართველოში კუზანოვების ოჯახი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან პოპულარულია. მათი ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი ადამიანი იცნობს. ექიმების ოპერაციების შესახებ ლეგენდები დადის. ოჯახის უმცროსი წევრებიც ბაბუის ნაბიჯებს მიჰყვებიან და მომავალი ექიმები არიან. მათ შორის არის ბაია კუზანოვიც, გუგას და ნინოს ქალიშვილი.

View this post on Instagram

@daloodtbilisi

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ბაია სულ რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა და ახლა პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას ბაბუასთან ერთად შეუდგა. სულ ცოტა ხნის წინ კარდიოლოგმა დედამ მისი უაღრესად საყვარელი სურათი გამოაქვეყნა. გუგა და ნინო მალე ბაბუა და ბებია გახდებიან. თვითიზოლაციის წესების შემსუბუქების შემდეგ ნინო ნადირაძემ დედა და დედამთილი სახლში მიიპატიჟა. სურათმაც არ დააყოვნა. ფეხმძიმე ბაია ბებიებთან და დედასთან ერთად პოზირებს.

View this post on Instagram

@kuzanovabaya დედა, დედამთილი, მე და ბაკო😇😇😇😇

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ნინოს გვერდით გუგა კუზანოვის დედა დგას, ხოლო მაგიდასთან ნინოს დედა ზის. რამდენიმე თვის წინ ნინომ მშვენიერი დედის სურათი გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა: „ჩემი ყველაზე მკაცრი ცენზორი“. მიუხედავად იმისა, რომ დედა-შვილს საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, ნინოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი და კრიტიკოსიც მისი დედაა.

View this post on Instagram

@kuzanovabaya 💖💖💖🙏🙏🙏🙏🙏

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ექიმი იმ ცნობილი ქართველი ქალების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც წარმატებასაც მიაღწიეს, გარეგნობითაც აკვირვებენ საზოგადოებას და ამ ყველაფერთან ერთად დიასახლისობასაც ასწრებენ. ნინოს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ეს ყველაფერი მას ხელს არ უშლის, საზოგადოება მისი საქმიანობით თუ სილამაზით გაკვირვებული დატოვოს.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ბებიებთან გადაღებულმა სურათმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. „თაობების როგორი საინტერესო ფოტოა. თითქოს ფერადი, მაგრამ შავ-თეთრი ძლიერი ხაზით“; „ახალგაზრდა დიდი ბებიები… ბაია რა საყვარელი ფეხმძიმეა!“; „ულამაზესი ორსულია. მადლობა ნინოს დედას ასეთი კარგი ნინოსთვის“ – წერენ ნინოს „ფოლოვერები“. ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. წყვილი შეუდარებლად გამოიყურება. ნინო პირადი ცხოვრების დეტალებს რეიტინგულ თოქ-შოუ „პრაიმ შოუშიც“ ასაჯაროებს. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს.

ყველა ახალი ამბავი
0