Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ორსულად ვარ...“ – თამო ვაშალომიძემ გაამხილა, ვისგან ელოდება მეორე შვილს

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალური მოდელი ისევ ორსულადაა. ამჯერად ვაშალომიძემ გაამხილა, ვისგან აჩენს შვილს და უახლესი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

თამო ვაშალომიძის ცხოვრებაში უეცრად მოსული პოპულარობა დიდ ძალისხმევას და შრომას არ უკავშირდება. საზოგადოების ასეთი აზრის მიუხედავად, ფოტომოდელი ბევრს ვარჯიშობს, დღითი დღე იხვეწება და წარმატების ახალ გზებს იკვლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეპატაჟური და ნახევრად შიშველი ფოტოების გამოქვეყნებას თავს არიდებს, მის გვერდზე თაყვანისმცემლების აქტიურობა არ ნელდება.

სკანდალური თამო ვაშალომიძე ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, მაგრამ ულამაზესი ქალიშვილი საზოგადოებისთვის უცნობი, როგორც თავად ამბობს, დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს. ფოტომოდელის პირად ურთიერთობებზე ყველა საუბრობს. საკმარისია თამო მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს, სოციალურ ქსელში ბუმი იწყება.

View this post on Instagram

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

ცოტა ხნის წინ მოდელმა შეყვარებული გამოაჩინა. მისი რჩეული აკა სამხარაძეა. მოულოდნელად კი მოდელმა „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ გაუმხილა, რომ მისგან შვილსაც ელოდება და ექოსკოპიის ფოტოებიც გამოაქვეყნა. მოდელმა დაადასტურა, რომ შვილს სწორედ საყვარელი ადამიანისგან ნოემბრის ბოლოს ელოდება.

საქართველოში მისი ქაოსური ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს. ფოტომოდელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა, საზოგადოებამ კი მხოლოდ ის ვერ გაარკვია, თუ ვინ არის თამოს შვილის მამა.

გარდა გაზიარებული ფოტოსესიებისა, Instagram-ზე ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ. ყველასათვის ცნობილია, რომ თამო ვაშალომიძე ყურადღების მიქცევას მიმზიდველი ფორმებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ეპატაჟურობით ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და სასურველი სტუმარია.

ყველა ახალი ამბავი
0