Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თაკო ნაცვლიშვილი საზღვარგარეთ საავადმყოფოში გადაიყვანეს – სუპერმოდელმა კარიერა დაასრულა?

© Photo: Tako Natsvlishvili / FBთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი პოპულარული მოდელი საავადმყოფოს პალატიდან გამოჩნდა. რატომ გახდა საჭირო უცხოეთში თაკო ნაცვლიშვილის კლინიკაში გადაყვანა?

თაკო ნაცვლიშვილი რადენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და კარიერის განვითარებას ევროპულ ქვეყნებში ცდილობს. ცნობილი ოჯახის წევრი პროფესიულად დღითი დღე იზრდება, თუმცა ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა. პოპულარული მოდელი საავადმყოფოში მოათავსეს. „ბედნიერი 2020“ - წერს ახალბედა მოდელი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. თაკო ნაცვლიშვილი დროებით სამოდელო სფეროს დაემშვიდობა. ელეგანტურმა მოდელმა ქვედა კიდური მოიტეხა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს. მას ფეხი თაბაშირში აქვს. ამის შესახებ თაყვანისმცემლებს თავად ამცნო და Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ორი ფოტო გამოაქვეყნა. პირველზე თაბაშირიანი ფეხი, ხოლო მეორეზე – რენტგენის სურათია, სადაც მოტეხილი ძვლები გარკვევით ჩანს. სავარაუდოდ, თაკო მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სეირნობდა, რა დროსაც ფეხი მოიტეხა. რთულად წარმოსადგენია, თუ რა ხდება ახლა მის პირად გვერდზე. გულშემატკივრების ემოციური სიტყვების ტალღა არ წყდება.

„თაკო ნაცვლიშვილი ევროპის წამყვან მოდის კვირეულებს იპყრობს“ – ამ სათაურით ქართულ მედიასივრცესა და, განსაკუთრებით, მოდის ბლოგებზე არაერთი სტატია თუ ვიდეორგოლი გამოქვეყნდა. მასზე სიუჟეტებს მთელი ქართული სატელევიზიო სივრცის წარმომადგენლები იღებენ. აღსანიშნავია თაკოს უდიდესი წარმატება და ჯულია რობერტსთან გადაღებული სარეკლამო ვიდეო, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. თაკოს სილამაზე და დახვეწილი მანერები ბევრ ადამიანს მოსწონს. მისი შარმით აღტაცებული სოციალური ქსელის „ფოლოვერები“ გულწრფელ ემოციებს ვერ მალავენ. თაკოს თითოეულ ფოტოს 10 ათასზე მეტი მოწონება აქვს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება შეყვარებულთან ერთად გადაღებულმა სურათმა გამოიწვია.

პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა მის ობიექტივში უსიმპათიურესი შეყვარებული ბევრჯერ მოხვედრილა. 21 წლის მოდელმა იუბილე ოქტომბრის დასაწყისში აღნიშნა. დაუვიწყარი წვეულება თაკომ თბილისში მეგობრების წრეში აღნიშნა, სადაც მისი შეყვარებულიც გამოჩნდა. თაკოს რამდენიმე ქალაქში უწევს ცხოვრება. ყველაზე იშვიათად ის თბილისში ჩნდება. წარმატებული ქართველი მოდელი წამყვანი დიზაინერების ჩვენებებზე მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი ცეცხლოვანი თვალები და პოდიუმზე კატისებური ნაბიჯები მოდის მოყვარულებს ატყვევებს. თაკოს წარმატება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, როდესაც სკოლის დამთავრების შემდეგ ევროპული მოდის სახლების სტუმრობას შეეჩვია. კასტინგებზე გასულ თაკოს უმართლებს და ის იტალიასა და საფრანგეთში თანაბარი წარმატებით სარგებლობს. ევროპაშივე განაგრძობს მოდელი მკურნალობას.

ყველა ახალი ამბავი
0